ჩემი პროექტი






1. პროექტის სახელწოდება: მობილური ტელეფონი.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: რა დადებითი და  უარყოფითი  თვისებები გააჩნია მობილურ ტელეფონებს და რა პრობლემების წინ დგას სკოლა და მასწავლებელი მობილური ტელეფონების საგაკვეთილო პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებით
3 .პროექტის აქტუალობა: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები გაეცნობიან მობილური ტელეფონის მიზნობრივად გამოყენების საშუალებებს . სკოლაში მოხმარების წესებს, განიხილავენ  ურთიერთ საწინააღმდეგო მოსაზრებებს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა  შეძლონ მობილური ტელეფონების მიზნობრივად გამოყენება არა მარტო ცხოვრებაში, არამედ საგაკვეთილო პროცესშიც.
5 .მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პრეზენტაცია, დაიწეროს ესე და შეიქმნას ბუკლეტები შემდეგი სათაურით:
 რა ზიანის მოტანა შეუძლია მობილურ ტელეფონის ხშირ გამოყენებას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
8 . პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პრინტერი, ფურცლები, საწერკალამი, სახელმძღვანელო.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს, ადგენს შესრულების ვადებს, განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, საკუთარ ფუნქციებს, გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და  დაამუშავებს ინფორმაციას, როგორც  სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ  რესურსებში,მოიძიებს ინფორმაციას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით. აკეთებენ პრეზენტაციას და ასრულებენ პროექტს.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ და ფიზიკა.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო ესაძე.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:nino. esadze3@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ninoesadze. blogstop.com

Комментариев нет:

Отправить комментарий